„თიბისი“ საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით პროცედურებს 24 მარტის ჩათვლით აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი უარი სესხების საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით, „თიბისის“ დისტანციური არხებით (ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სმს, ქოლცენტრი) 24 მარტის ჩათვლით დააფიქსირონ.
თუ არ გსურთ სესხზე შეღავათის გააქტიურება, გამოაგზავნეთ „7“ ბანკისგან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად, ან მოიწერეთ ინტერნეტ ან მობაილ ბანკის შეტყობინებებში ან დარეკეთ 032 2272727-ზე.
ხოლო ისინი, ვისაც სურს ისარგებლოს სესხების გადავადებით, ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სესხის ახალი გრაფიკი კი, გამოუჩნდებათ ინტერნეტბანკში.
შეღავათი ეხება იპოთეკურ სესხებს, სამომხმარებლო სესხებს, სასწრაფო სესხებს, ავტო სესხებს, განვადებას, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს, ლომბარდს, სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხებს.
შეგახსენებთ, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდის ჩართვის გადაწყვეტილება „თიბისიმ“ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ და კვების ინდუსტრიაში საქმიანობს.