LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბუბლეს 3 წლის შვილმა სიმსივნე დამაარცხა

163

ცნობილი კანადელი მუსიკოსის, მაიკლ ბუბლესა და ლუიზინა ლოპილატოს 3 წლის ვაჟმა, ნოამ სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს, რომელიც ნოას დეიდის განცხადებას ეყრდნობა. არგენტინელი ჟურნალიტი ტომას დენტი სპეციალურად დაუკავშირდა ლუსიანა ლოპილატოს დას, დიეტოლოგ დენიელა ლოპილატოს, რომელმაც დაადასტურა ინფრომაცია. როგორც დენიელა ამბობს, ოფიციალური განცხადება მაშინ  გავრცელდება, როცა ბუბლე და მისი მეუღლე ამას გადაწყვეტენ.

ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, მაიკლ ბუბლეს ვაჟს, 3 წლის ნოას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნოას ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა და ის ქიმიოთერაპიის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიდოდა. ამის შესახებ თაყვანისმცემლებს მაიკლ ბუბლემ და მისმა მეუღლემ, არგენტინელმა მსახიობმა ლუიზიანა ლოპილატომ სოციალური ქსელით აცნობეს. ცოტა ხნის წინ კი ბუბლემ  BRIT Awards-ის წაყვანაზე უარი შვილის ავადმყოფობის გამო განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები