LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა პანდემიის დროს ექიმებს სიურპრიზი გაუკეთეს

335
HOLLYWOOD, CA - MAY 03:  Actors Mila Kunis (L) and Ashton Kutcher at the Zoe Saldana Walk Of Fame Star Ceremony on May 3, 2018 in Hollywood, California.  (Photo by Alberto E. Rodriguez/Getty Images for Disney)

36 წლის მილა კუნისისა და 42 წლის ეშტონ კატჩერის ვარსკვლავური ოჯახი ტაბლოდების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, თუმცა, თავად წყვილს არ უყვარს პირადი ცხოვრების გამომზეურება.

სულ ცოტა ხნის წინ, ეშტონ კატჩერმა „ინსტაგრამზე“ ფოტო დადო, სადაც ასახულია, თუ როგორ უჭირავს მათ შვილებს დიდი პოსტერი, სადაც ისინი კორონავირუსის პანდემიის დროს მომუშავე მედიკოსებს უხდიან მადლობას.

აღნიშნული პოსტერი ბავშვებმა, მშობლებთან ერთად, თვითიზოლაციის პერიოდში შექმნეს.

„მათთვის, ვისაც ამ რთულ პერიოდში სხვა გზა არ დარჩენია და სამსახურში დადის, ექიმებს, კურიერებს, სურსათის გამყიდვლებს, ადამიანებს კეთილი გულით და მამაცი სულით, ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს თქვენთვის“ – წერს ეშტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები