LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცამეტე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა

125
მარინა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, კოვიდ 19-ით დაინფიცირებული კიდვე ერთი მოქალაქე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და კს სახლში გაწერეს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განმარტა, რომ ის უკვე მეცამატე პაციენტია, რომელიც სახლში გაუშვეს, თუმცა მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩებიან.

ჩემთვის სასიამოვნოა, გითხრათ რომ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაც ჯერჯერობით იგივეა და არის 81 დადასტურებული შემთხვევა. ამ 81 დადასტურებული შემთხვევიდან, ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი. 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა, მეცამეტე პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური და რადიოლოგიური მონაცემები იძლეოდა საშუალებას, რომ მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში 2 კვირის განმავლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას 2 კვირის განმავლობაში”, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული.

magti 5g