LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ფეხბურთის თამაშისთვის 11 პირი დააჯარიმეს

206
BeFunky-collage (3)

სოფელ ველისციხეში, მინისტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის 11 პირი დააჯარიმეს. როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობისა და პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, სტადიონზე 11 ადგილობრივი მაინც თამაშობდა.

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის დადგენილების თანახმად, თითოეული მათგანი პოლიციამ 3000-3000 ლარით დააჯარიმა.

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს მიერ საგანგებო რეჟიმის დადგენილი წესის დარღვევა ფიზიკური პირის 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ქმედების განმეორების შემთხვევაში, დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g