დღეს ნიდერლანდებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოს 180 მოქალაქის რეპატრიაციას მოახდენს. Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდი ამსტერდამის მიმართულებით უკვე გაფრინდა. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე დაეშვება. ინფორმაციას avianews ავრცელებს.
ნიდერლანდებში ჩარჩენილ ქართველებს ემიგრანტები ეხმარებიან
ემიგრანტების ნაწილი გაერთიანდა და ფინანსების მობილიზება დაიწყეს
რაც შეეხება Georgian Airways-ის სპეცრეისების უახლოესი დღეების განრიგს, ის ასეთია:
3 აპრილი – ბერლინი-თბილისი
4 აპრილი -ლონდონი-თბილისი
7 აპრილი -ათენი-თბილისი
10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways
შეგახსენებთ, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.