LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში – პრემიერი

115
BeFunky-collage (11)

იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი, და დარწმუნებული ვარ რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელსაც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ. არ მინდა ახლა საუბარი დღესასწაულებზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დაახლოებით სამი კვირაა და ჩვენ გვაქვს გარკვეული იმედები, ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, მაგრამ გვაქვს იმედები რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი,”- თქვა პრემიერმა.

“ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვების გამო – დარჩნენ სახლში” – ილია მეორე

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ აკვირდება, როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომა და სტანდარტები, რომელსაც ის აწესებს:

“მე ვუყურებ როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები, რომელსაც ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში.
მე ვიცი რომ იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები რომ საეკლესიო მსახურობის დროს, მაშინ როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, იყოს ეკლესიის ეზოში. მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

მოწმუნე ვარ, პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, ალბათ, მას შევასრულებ – ეზუგბაია

გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ჩვენს მშობლებს, შვილებს. და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთან რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამათგან 23 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 301.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g