LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტად გვეშინია, არ იყოს 400 პაციენტი დღეში, პროცესი უკონტროლო გახდება – ჯანდაცვის მინისტრი

353
BeFunky-collage (7)

ჯანდაცვის სისტემას აქვს რესურსი, 3500-მდე მძიმე და საშუალო სირთულის კოვიდინფიცირებული პაციენტი მართოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „მოამბის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, საქართველოს სტაციონარებში 15 ათასამდე საწოლია და რაოდენობის გაზრდა საჭიროების შესაბამისად მოხდება. მინისტრის განცხადებით, თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება. მისი თქმით, მთავრობას ამის დაშვება არ უნდა.

„ეს პერიოდი, ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგების მხრიდან არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. ჩვენ პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში.

იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი, და  სწრაფად მზარდი, რისაც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს 50 პაციენტი დღეში, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ჰიგიენური ზომების დაცვას”-თქვა მინისტრმა.

“კე­თი­ლის მსურ­ველ­თა” გა­სა­გო­ნად: COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზს და­ა­ვა­დე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და…აცადეთ ხალხს მუშაობა!”

რაც შეეხება ერთ-ერთ სამედიცინო პერსონალს, რომელიც არის დაინფიცირებული, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ექიმის დაინფიცირება არ მომხდარა მისი საექიმო საქმიანობის შესრულების დროს, არამედ ის დაინფიცირდა სხვა კლასტერიდან გამომდინარე.

“უბრალოდ დამთხვევა არის ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი არის ექიმი. ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა. ამიტომ, ეს ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იცოდეს ასევე ჩვენმა მაყურებელმა და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა ექიმებმა სამომავლოდ გაითვალისწინონ ყველა სარისკო პაციენტი, რომელიც მივა ცხელების კლინიკაში,  მივა სტაციონარში და აღენიშნება გარკვეული სიმპტომი. ამ პაციენტებთან ისინი არიან ვალდებულები როგორც საკუთარი თავის წინაშე, ასევე პაციენტებთან მიმართებაში, რომ დაიცვან პირველ რიგში საკუთარი თავი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექიმების რესურსი, ვინაიდან ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვყავდეს პროფილის მიხედვით ბევრი ექიმი და რა თქმა უნდა, ბევრი პროფესიონალი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობის დაცვა, ისევე როგორც პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა შემდგომში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g