64 წლის პენსიონერმა ტყუპები გააჩინა, „მირორის“ ინფორმაციით, შემთხვევა ესპანეთში მოხდა.
ბავშვები, ბიჭი და გოგონა სრულებით ჯანმრთელები არიან, ისინი ქვეყანას ქალაქ ბურგოსში საკეისრო კვეთით მოევლინენ.
ქალის სახელსა და გვარს ექიმები არ ამბობენ. კლინიკამ საკეისრო კვეთის ვიდეო გაავრცელა.
აქვე, მედიამ გაარკვია, რომ ტყუპების გაჩენამდე, 2011 წელს ქალმა პირველი შვილი გააჩინა, თუმცა იმის გამო, რომ ბავშვს სათანადოდ არ უვლიდა, სოციალურმა სამსახურმა ჩამოართვა.
https://www.youtube.com/watch?v=fOhl6QjHEr0