LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი მამალაძემ გონება დაკარგა

64

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ბაზარაშვილმა განაცხადა.
„პაციენტი შემოყვანილია გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12.00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ბაზარაშვილმა წუხელ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g