LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა ბათუმში: კონტაქტებს ბათუმსა და ქობულეთში იკვლევენ

119
Capture

დღეს ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია 60 წლის ქალის დაინფიცირების წყარო. როგორც ცნობილია, მან კლინიკას სულს სხვა ჩივილებით მიმართა, ადგილზე მაღალი სიცხე დაუფიქსირდა და ექიმებმა გამოსაკვლევად ცხელების ცენტრში გადაიყვანეს,  სადაც უკვე “კოვიდ 19” დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა, სულ დაინფიცირების 195 შემთხვევა ფიქსირდება

ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ქალის კონტაქტებს ეძებენ ბათუმსა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ხოლო მედპერსონალის 7 წარმომადგენელი, რომელთაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, იზოლაციაში გადაიყვანეს.

თუ კორონავირუსი მსუბუქი ფორმით დაგიდგინდათ, კლინიკაში აღარ გადაგიყვანენ – რა უნდა იცოდეთ სახლში მკურნალობისას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g