26 წლის ავსტრალიელი ჯასტინ კლარკი გახდა პირველი კონკურსანტი, რომელმაც „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსში ეტლით მიიღო მონაწილეობა. კონკურსის შესარჩევი ტური ავსტრალიის ერთ-ერთ შტატში ჩატარდა, სადაც კლარკმა ღირსეული კონკურენცია გაუწია სხვა გოგონებს. მართალია ის ფინალში ვერ მოხვდა, თუმცა თავად ამბობს, რომ ამ ნაბიჯით უსაზღვროდ ბედნიერია.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის მსგავს კონკურსში მონაწილეობა დიდი ნაბიჯია. მე ვიმედოვნებ, რომ ეს გახდება გზავნილი, რადგან რასობრივი განსხვავებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ადამიანი შეიძლება იყოს ლამაზი“- განაცხადა ჯასტინ კლარკმა.
ცნობილია, რომ გოგონა ეტლს 2015 წლიდან მიეჯაჭვა, თუმცა გარემოებებზე არ საუბრობს. ჯასტინ კლარკი უახლოეს მომავალში საქველმოქმედო ორგანიზაცია Children’s Charity-თან ერთად ფილანთროპიულ საქმიანობაში აქტიურ ჩართვას გეგმავს.