ეკონომიკის სამინისტრო ონლაინგაყიდვების მსურველი კომპანიების შემოწმებას იწყებს. მათ საქმიანობის გაგრძელების უფლება შემოწმების შემდეგ, კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეცემათ. თემაზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.
„ჩვენ შევამოწმებთ კონკრეტულ კომპანიებს და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კომპანიის შესატყვისობის შესახებ, როგორ ასრულებს ის რეკომენდაციებს და არა მთლიანად დარგის შესახებ, რადგან ნებისმიერ დარგში შესაძლოა, იყოს წარმატებული კომპანიები და ისეთი კომპანიები, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები. ამიტომ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად, ონლაინკომპანიები და ონლაინგაყიდვების სერვისები ამოვიტანოთ ახლო პრიორიტეტში და კონკრეტული კომპანიის გადამოწმების შედეგად მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე არის ეს მიდგომა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.