LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” დღეს დაარსებიდან 20 წელს აღნიშნავს

134

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ დღეს დაარსებიდან 20 წელს აღნიშნავს, ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ტექნოლოგიური პარკი.

„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა პირველი გაერთიანებაა საქართველოში, რომელიც დარეგისტრირდა 1997 წელს. ორგანიზაციის მისიაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა ცხოვრების ყველა სფეროში.

ორგანიზაცია დაარსების დღიდან ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა ოჯახების გასაძლიერებლად, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობელთა გაერთიანების დაარსებას, მათ ორგანიზაციულ განვითარებას და არ იშურებს ძალისხმევას ძლიერი კოორდინაციის ჩამოსაყალიბებლად ორგანიზაციებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g