100 წელს გადაცილებული ქეთ უოთსონი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ვორჩესტერშირში ცხოვრობს, COVID-19–ისგან უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოც დატოვა.
მოხუცს კორონავირუსის დიაგნოზი მაშინ დაუსვეს, როდესაც საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად გადაიყვანეს.
როგორც ქეთის შვილიშვილი იხსენებს, „ბაბუა ცუდად დაეცა და საავადმყოფოში ამიტომ გადავიყვანეთ, საშიშმა დიაგნოზმა კი ყველა იმედი გადაგვიწურა, ასაკის გამო ის რისკ ჯგუფში იყო“.
თუმცა, უოთსონმა ყველა გააოცა, ბოლომდე იბრძოლა და საამაყო პაციენტის ტიტულიც მოიპოვა.
ბოლომდე გამოჯანმრთელებული უკვე სახლშიც დააბრუნეს. ერთადერთი პრობლემა რომელიც მამაკაცს აწუხებს არის ფეხი და მომავალში ექიმები ამ საკითხსაც მიხედავენ.