ბათუმში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
„150 კონტაქტი მოვიძიეთ, მათგან 100-ის გამოკვლევა მოხდა. ექვსი ინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. ქობულეთის სოფლებში დავიწყებთ მასობრივ სკრინინგს. აღმოჩენილი კონტაქტები მკაცრ იზოლაციაში რჩებიან“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
როგორ მან აღნიშნა, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით კონტაქტების მოძიება კვლავ გრძელდება. გამოიკვლევენ დანარჩენ 50 პირსაც.
ცნობისთვის, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 242 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 60 პაციენტი.