LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებული მაგალითია

623
shutterstock-628609823

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს, რომ საქართველო COVID 19-თან ბრძოლის წარმატებული მაგალითია.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონ ადამიანია, ვირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა და მხოლოდ 3 გარდაცვლილი და სამივე შემთხვევაში პაციენტებს თანდართული დაავადებები ჰქონდათ.

„ქვეყანამ სწრაფად დააწესა შეზღუდვები მოგზაურობაზე – მათ შორის ჯერ კიდევ იანვარში აკრძალა ფრენები ჩინეთიდან – მარტში კი, დადასტურებული შემთხვევების სიმცირის მიუხედავად, დახურა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები“, – წერს The Guardian.

საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g