ზუსტად ერთი წელი გავიდა პარიზის ღვთიშმშობლის ტაძრის ხანძრიდან. ცეცხლმა გაანადგურა ხის სახურავის დიდი ნაწილი, საათი და შპილი. ეს უკანასკნელი ბოლოს ჩამოვარდა და ქვის თაღს დაეცა, რომელიც სამ ადგილას გადატყდა.
ცეცხლის მთლიანად ჩაქრობა 16 აპრილის დილას მოხერხდა. ტრაგედიამ ყველა შოკში ჩააგდო, ეს ხომ ისტორიული მონუმენტია, ნოტრ-დამი ყველა ფრანგის გულშია.
პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ტაძარი ხუთ წელიწადში აღდგებოდა. იყო დაპირება, რომ რეკონსტრუქციისთვის 750 მილიონი ევრო გამოიყოფოდა.
თუმცა გეგმაში კორონავირუსის პანდემია ჩაერია.
ჩინოვნიკები, ვისაც რეკონსტრუქცია აბარიათ, ამბობენ, რომ პანდემის გამო შეჩერებული სამუშაოები შენობის კონსტრუქციას საფრთხეს უქმნის.
მარტიდან კარანტინის გამო ტაძრის აღდგენის სამუშაოები შეჩერებულია. სანამ შენობის გარშემო რკინის სკაფები დგას, არის საფრთხე, რომ ისინი ჩამოიშალოს და შენობა კიდევ უფრო დაზიანდეს. ამის გამო სექტემბერში სკაფების მოხსნა და ქოლგის მსგავსი საფარის გაკეთება იგეგმება, რომელიც მთლიან მშენებლობას დაიცავს.
ნოტრ-დამი იყო პარიზის ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობა და მოქმედი ტაძარი, სადაც ყოველდღიურად ტარდებოდა მღვდელმსახურება. ტაძარს ყოველდღიურად დაახლოებით 14 მილიონი დამთვარიელებელი ჰყავდა. ფრანგებს სჯერათ, რომ ტაძარი აღდგება.
ტაძრის გადასარჩენად ბრძოლა კი იმ დრომდე გადაიდება, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ.