“დღეს შეივსო სერიოზულად მარაგი – 20 000 ტესტით და კიდევ ველოდებით საღამოს თვითმფრინავს კორეიდან, კიდევ 20 000 ტესტით”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ის ტესტებია, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენისთვის გამოიყენება და მას, NCDC ოქროს სტანდარტად მოიხსენიებს.
„დღევანდელი რიცხვით 6 000 პი-სი-არ ტესტზე მეტია ქვეყანაში ჩატარებული. დღეს შეივსო სერიოზულად მარაგი – 20 000 ტესტით და კიდევ ველოდებით საღამოს თვითმფრინავს კორეიდან, კიდევ 20 000 ტესტით. შემდგომ გეგმაა, რომ ჩვენი სამი თვის განმავლობაში 100-120 ათასამდე ავიდეთ. ასევე საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერის დავალებაა, რომ ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობა გაიზარდოს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში, 16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 336 შემთხვევაში დადასტურდა. აქედან გამოჯანმრთელდა 75, ხოლო გარდაიცვალა 3.