საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია სამი ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5079 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.