LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის” – მეუფე იაკობი იმნაძეს და გამყრელიძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს

1059
meufe (1)

“სხვებზე არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, გულიანი ადამიანები არიან ისინი, მაგრამ ამათი საქციელი? ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ“, – ეს განცხადება მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა. ის ამით გამოეხმაურა ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის მრევლისადმი მოწოდებას სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების შესახებ.

„ტონს არ იცავენ და კუბოებზე ლაპარაკობენ – ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“ – მეუფე იაკობი

„არავინ არ ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. კუბოებზე ლაპარაკობენ. იქნებ ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული, გვითხრან. 400 კაციც არ იყო, როდესაც მასეთი საუბარი დაიწყეს და ასე რატომ ლაპარაკობენ. იქნებ ჩვენზე მეტი იციან, რა ხდება? თორემ ისე კორონავირუსზე მკვლელია ან არ არის მკვლელი, ხომ ვერ ამბობენ არა? ამას მსოფლიოში ვერ ამბობენ და აქ, ჩვენთან როგორ უნდა ვთქვათ. ნდობაზე არ არის საუბარი, არ აქვთ ჩატარებული შესაბამისი რაოდენობის ტესტები. ეკლესიაზე გადაბრალება არავის გაუვა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს, ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი მოდის ჩვენთან, რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ და ისინი ჩვენთან მოდიან. ჭკუა აქვს ახლა იმ ადამიანს, როდესაც იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთ ეკლესიაშიო, ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ მე, სხვა ექიმებზე არა, სხვებზე არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, გულიანი ადამიანები არიან ისინი, მაგრამ ამათი საქციელი? ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g