ლონდონში ფილმის „კონგი: თავის ქალის კუნძული“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ტომ ჰიდლსტონი, ბრი ლარსონი, სემიუელ ელ ჯექსონი და ფილმის სხვა ვარსკვლავები გამოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფილმი Warner Bros.-ის მორიგი ამბიციური პროექტია, რომელშიც ერთმანეთს კინგ კონგი და გოძილა დაუპირისპირდებიან.
პროექტის ბიუჯეტი 190 მილიონი დოლარია. ფილმის მსოფლიო პრემიერა 9 მარტსაა დაგეგმილი.