დღეს სრულიად მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ადამიანების გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად მოვიდა.
ის 12 მოციქულიდან ერთ-ერთმა – იუდა ისკარიოტელმა გასცა, რის შემდეგაც ჯვარზე გააკრეს და მესამე დღეს აღდგა.
ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის: პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
სააღდგომო ეპისტოლე 2020
აღდგომამდე, გუშინ იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა, რაც მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
საქართველოს ეკლესიების ნაწილში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა, ნაწილში კი მოქალაქეები საღამოს 9-მდე მივიდნენ და დილის 6 საათამდე დარჩნენ.
.