LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალესტინაში გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 69 ბავშვი გააჩინა

202

პალესტინელი ქალი, რომელმაც 69 ბავშვი გააჩინა, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ Al Arabiya ავრცელებს ინფორმაციას.

ადგილობრივ მედიას ქალის გარდაცვალების შესახებ 26 თებერვალს მისმა ქმარმა აცნობა. გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

მართალია, რეკორდი ოფიციალურად არ არის დაფიქსირებული, თუმცა გარდაცვლილს მსოფლიოში ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა გაჩენილი.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე მეტშვილიანი ქალი რუსი გლეხის, თეოდორ ვასილიევის ცოლი იყო ქალაქ შუიადან, მან მეთვრამეტე საუკუნეში 69 შვილი გააჩინა.

magti 5g