LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ქვეყანა, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა

153
მსოფლიო კორონა

კორონავირუსი უკან დახევას არ აპირებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ვაქცინა შექმნილა და არც წამალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, უშუალოდ კორონავირუსის მკურნალობა. ექიმები ბევრს კამათობენ და მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით, საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებიათ, არსებული პრეპარატებიდან რომელია ყველაზე ეფექტური.

დაინფიცირებულების მაჩვენებლით ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებული შტატებია პირველ ადგილზე. საყურადღებოა, რომ ჩინეთი, საიდანაც ვირუსმა გავრცელება დაიწყო, ამ ეტაპზე, სამეულშიც კი აღარ შედის.

თურქეთში კი, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლა ეფექტურად დაიწყო, ყოველდღიურად ასობით ახალი დაინფიცირებულია.

10 ქვეყანის სია,  სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ასე გამოიყურება. 

შეერთებული შტატები – 842 624

ესპანეთი – 208 389

იტალია – 187 327

საფრანგეთი – 157 135

გერმანია – 150 648

დიდი ბრიტანეთი – 134 639

თურქეთი – 98 674

ირანი – 85 996

ჩინეთი – 83 876

რუსეთი – 57 999

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის,  მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2,6 მილიონს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g