“მძიმე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 42 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათ შორი 19 მძიმე.
“1 თებერვლიდან დღემდე ჩვენს ცენტრში 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა. მათგან ვირუსი 101-ს დაუდასტურდა, ხოლო 56 გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 42 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება არცერთ მათგანთან არ შეიმჩნევა. კრიტიკული 2 პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია და დინამიკაში გაუმჯობესებაც აღენიშნებათ”, – აცხადებს ეზუგბაია.
მარიანა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში გუშინ 1 ახალი ინფიცირებული პაციენტი მოთავსდა, რომლის წყაროც ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. რაც შეეხება დანარჩენ ახალ შემთხვევებს, რომლებიც სხვა კლინიკებში მოთავსდნენ, ყველა მათგანის წყარო, არსებული პაციენტების კონტაქტებია.
“მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია” – თენგიზ ცერცვაძე
შეგახსნებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა არაოდენობა 431-მდე გაიზარდა.