ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
- პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 68 მოქალაქე დააჯარიმა.
- თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
- მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს.
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 23 მოქალაქე დააჯარიმდა.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით დაჯარიმდება.
თუმცა ახალი ინიციატივით, მაისიდან, დიდი ალბათობით, ჯარიმები შემცირდება შესაბამისად 2 და 10 ათას ლარამდე.