“ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტების წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტებიდან ორი იმ პაციენტების ოჯახის წევრები არიან, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ, ხოლო დედა-შვილი გორიდან არიან.
7 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია – მარინა ეზუგბაია
მაკა სოლოღაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში 1 მძიმე პაციენტია, ახალგაზრდა კაცი, რომელიც რეანიმაციაშია მოთავსებული. მას თანმხლები დაავადებების ისტორია არ აქვს.
“ბოქსირებულ სექტორში 74 პაციენტია. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 63-ია. 13 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთი პაციენტი მძიმეა, მას დატვირთული ანამნეზი არ აქვს, ახალგაზრდაა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა. დაგვემატა 4 ახალი პაციენტი. დედა-შვილი გორიდან და მეორე დედა-შვილი, რომლის ოჯახი ჩვენთან მკურნალობდა და ცნობილი კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ორი დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა, თავს მდგომარეობის შესაბამისად გრძნობს და რაიმე დამატებითი ჩივილი არ გამოვლენია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 566-მდე გაიზარდა