საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 27 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვა 566-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
აქედან გამოჯანმრთელდა 184 ადამიანი და გარდაიცვალა – 6.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5243 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.