ჯერ კიდევ დაუდგენელია, ვისგან შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი, ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა განაცხადა. ირაკლი შოთაძის თქმით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
“რისი გასაჯაროებაც შესაძლებელი იყო, საქართველოს პროკურატურამ ამ მასალების გავრცელება მოახდინა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც ამ საქმეზე არსებობს, დაგვეკმაყოფილებინა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.