გუდაურში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის მიმართ ბრალის დამძიმებას ეხმაურება.
მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა
ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიებას სრულიად ენდობიან და თვლიან, რომ საქმის გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ნიკოლოზ წულეისკირი პირველ არხთან საუბარში აცხადებს, ოჯახის წევრებთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეზე ხალხის დამოკიდებულებას 360 გრადუსით შეცვლის.
“საქმეში ახალი ადვოკატი ერთვება. ხვალ ვაპირებთ ორივე ადვოკატი ჩართვას აღნიშნულთან დაკავშირებით რატომ იქნა ბრალი წაყენებული. სრულ ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას, ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო პროცესები დისტანციურად მიდის, ჩვენ შესაძლებლობა არ გვაქვს თვალყური ვადევნოთ სასამართლოს, ამიტომ უახლოეს მომავალში ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ მოგვცეს საშუალება, რომ თვალყური ვადევნოთ მიმდინარე პროცესებს, შეგვეძლოს ჩართვა დისტანციურად“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა. მერაბ კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.