უკვე მერვე დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილით აღებული 24-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია – „ცხელების ცენტრებში“ დღეს გადაყვანილ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
რაც შეეხება დაინფიცირებულებს, კლინიკა „მედალფაში“ პაციენტების რაოდენობა 15-მდე შემცირდა, მათგან ერთის მდგომარეობა დამძიმდა, ის მართვით სუნთქვაზეა.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი გამოკვლევების ფარგლებში აღებული ანალიზების პასუხები.