კახი კავსაძე რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის „პროფილს“ სტუმრობდა, სადაც „სტუმარ-მასპინძლიდან“ მცირე მონოლოგი ინგლისურ ენაზე წაიკითხა. ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ მსახიობმა ინგლისური ენა არ იცის. წლების წინ მან ასევე მსახიობ შვილთან, ირაკლისთან და შვილიშვილთან ერთად აშშ-ში თეატრალურ სცენაზე – „სინეთიკში“ „სტუმარ-მასპინძელი“ ინგლისურ ენაზე ითამაშა.