LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება სტარბაქსი საქართველოში (ფოტოები)

260

საქვეყნოდ ცნობილი „სტარბაქსის“ საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებულ „ფორტუნას“ ინფორმაციას, დიდი გამოხმაურება მოყვა. მართალია, ჯერ გადაწყვეტილი და იურიდიულად გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობს (ჩვენი ინფორმაციით), მაგრამ პროცესი დაძრულია და, როგორც უკვე ვწერდით, განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია.
გამომდინარე იქიდან, რომ ცნობილია, ქარხნის მშენებლობის ადგილი კახეთის გზატკეცილზე მდებარე ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაა, „ფორტუნა“ სწორედ ამ კვალს გაყვა და მივაგენით პროექტს, რომელიც შესაძლოა გახდეს კიდეც „სტარბაქსის“ რეგიონალური ცენტრი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ წარმოდგენილი პროექტი დამტკიცებული არ არის და ჯერ განხილვის პროცესშია. ამასთან, შეიძლება იმის თქმაც, რომ სავარაუდო ფართობი 17 ათასამდე კვ/მ-ია.
„ფორტუნა“ ამ უდიდესი პროექტის განვითარებას თვალ-ყურს მიადევნებს და სიახლეებს ოპერატიულად მოგაწვდით.
დაბოლოს, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ეს იქნება ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტიცია, ხოლო თავად მსგავსი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ჩვენ ქვეყანას ეკონომიკურ გაჯანსაღებასთან ერთად კიდევ უფრო მეტ იმიჯს შემატებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g