LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოტო მოტორსი” ოფიციალურად გაიხსნა – გათამაშებები და საჩუქრები გახსნის ცერემონიალზე

302

კომპანია ”ოტო მოტორსმა” ახალ ფილიალი გახსნა. ობიექტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე განთავსდა.„ოტო მოტორსის“ ახალი ფილიალის გახსნამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. საღამო ოთო ნემსაძემ გააფორმა.

გახსნაზე მიწვეულები იყვნენ, ქართული ავტოსფეროს წარმომადგენლები, კომპანიის თანამშრომლები და პარტნიორები. ადგილზე მისულმა ყველა სტუმარმა კომპანიის ფასდაკლების ბარათი მიიღო.

„ამ ბარათის მიხედვით პირველი თვე 15%–იანი ფასდაკლება მოქმედებს, შემდეგ კი მთელი წლის განმავლობაში 10%–იანი ფასდაკლება ყველა მომსახურებაზე“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ივა ნაჭყებიამ.

მოსაწვევების მიხედვით  5 გამარჯვებული შეირჩა, რომელთაც „ოტო მოტორსმა“ 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

გახსნის ცერემონიალზე კომპანიამ საკუთარი თამაშრომლებიც დააჯილდოვა და მათ სიგელები გადასცა. დასაჩუქრდნენ ასევე, ოტო მოტორსის ერთგული მომხმარებლები.

ასეთი, აღმოჩნდა ივა აბესაძე, რომელმაც „ფორტუნას“ განუცხადა, რომ ოტო მოტორსის პროდუქციით მისი დაარსების დღიდან სარგებლობს.

„სათუნუქე სამუშაოები, სამღრებრო სამუშაოები, მანქანის რეცხვა – თუკი რამე სჭირდება ჩემ ავტომობილს, ყველაფერს ოტო მოტორსში ვაკეთებ. ნამდვილად უმაღლესი, ევროპული ხარისხია. ეს მისი ხელმძღვანელის ზაზა ბაქრაძის დამსახურებაა“, – განაცხადა ივა აბესაძემ „ფორტუნასთან“.

გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა ცნობილი ქართველი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე.

 

მისი თქმით, ოტო მოტორს მრავალფეროვანი პროდუქცია, დაბალი ფასები და მაღალი ხარიხსი აქვს.

„მოტოციკლეტების მიმართულებით ვიყენებდი ოტო მოტორსის პროდუქციას, ახლა ავტომობილებზე გადავედი. ყველანაირი პროდუქცია აქვს ამ კომპანიას. გარდა ამისა, ამ ცენტრის გახსნით, ამ სფეროში კონკურენცია იზრდება – კონკურენცია კი ნიშნავს ხარისხს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ „ფორტუნასთან“.

მევლუდ მელაძის თქმით, ოტო მოტორსის პროდუქციას უამრავი ავტომრბოლელი იყენებს, მათ შორის დაჩი თაქთაქიშვილიცაა, რომელიც რბოლებზე სწორედ კომპანიის სახელით გადის.

„მე, ოტო მოტორსის თითქმის ყველა ბრენდს ვიცნობ. დაახლოებით, ერთი წელია ვიყენებ მათ ზეთებს როგორც გადაცემათა კოლოფში, ისე ძრავში და ძალიან კმაყოფილი ვარ. მათ აქვთ განსაკუთრებული ზეთი „რეისინგი“ რომელიც მაღალ ტემპერატურაზეა გათვლილი და რბოლის პირობებს უძლებს. სპორტული მანქანებისთვის ეს შესანიშნავი არჩევანია“, – განაცხადა დაჩი თაქთაქიშვილმა.

როგორც „ოტო მოტორსის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი ბაზარზე არსებულ პროდუქციას კონკურენციას ფასებით და ინოვაციებით გაუწევენ.

 

ახალ ფილიალთან ერთად „ოტო მოტორსი“ ავტომომხმარებელს ახალ სერვისსაც სთავაზობს.

„კომფორტი“– ეს „ოტო მოტორსის“ დაზღვეული მძღოლის მომსახურებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ თქვენ ავტომობილის შესაკეთებლად და მის სერვის ცენტრში მისაყვანად დრო არ გაქვთ, ამას თქვენ მაგივრად სხვა მძღოლი გააკეთებს.

მძღოლი, რომელსაც კომპანია გამოგიყოფთ, გასაკეთებელ ავტომობილს წაიყვანს და შეკეთებულს დაგიბრუნებთ – ეს მომსახურება კი 20–დან 40 ლარამდე დაგიჯდებათ (მანძილის მიხედვით). მძღოლის გამოძახებას კი კომპანიაში ერთი დარეკვით მოახერხებთ.  ამ ახალი სერვისისთვის კომპანიამ დამატებით კიდევ 10 ადამიანი დაასაქმა. ახალი სერვისი ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს.

მთლიანად „ოტო მოტორსში“ კი დაახლოებით, 100 ადამიანია დასაქმებული.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ივა ნაჭყებიამ განუცხადა, მომავალში მოთხოვნის მიხედვით, ამ სერვისში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება.

საქართველოში ”ოტო მოტორსი” 2009 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ავტო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთან, 2016 წლიდან კომპანიამ მომხმარებელს ავტოსერვისიც შესთავაზა.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g