LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ფიროსმანის გამოფენა 2019 წლის ყველაზე პოპულარულ გამოფენებს შორის მოხვდა

578
firosmani-newsmay

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში გამართული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა, ვან გოგის, მუნკისა და კლიმტის გამოფენებთან ერთად, 2019 წლის 10 ყველაზე პოპულარულ ექსპოზიციას შორის დასახელდა. საერთო ჯამში ქართველი მხატვრის ნამუშევრები 415 783-მა ვიზიტორმა დაათვალიერა. ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა და 2019 წლის 27 იანვრის ჩათვლით გრძელდებოდა.

2019 წლის ყველაზე პოპულარული ექსპოზიციების ათეულს ედვარდ მუნკის ნამუშევრების გამოფენა ლიდერობს, რომელიც ტოკიოს საერთაშორისო ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. მეორე ადგილზეა გუსტავ კლიმტის გამოფენა, რომელსაც იგივე მუზეუმმა უმასპინძლა, საპატიო მესამე ადგილს კი ავსტრიელი მხატვრის, ეგონ შილეს პარიზში გამართული გამოფენა იკავებს.

აღსანიშნავია რომ ყველაზე პოპულარული ექსპოზიციების ათეულში ორი თვითნასწავლი მხატვრის გამოფენა შევიდა, ნიკო ფიროსმანის და სამხრეთამერიკელი ბილ ტრეილორის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტრეილორის გამოფენაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, შესვლა უფასო იყო.

საერთო ჯამში ტოპ-10-ში ასევე მოხვდა ვინსენტ ვან გოგის გამოფენა ,,მზესუმზირები” (ამსტერდამი), მარსელ დიუშანის ცხოვრებისადმი მიძღვნილი გამოფენა Essential Duchamp (სეული), ვიქტორ ვასარელის ექსპოზიცია Sharing Forms (პარიზი), ჟოან მიროს (პარიზი) და ლუსიო ფონტანას (ბილბაო) ნამუშევართა გამოფენები.

magti 5g