LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსულმანური ლოცვის გამიქსვის გამო ღამის კლუბი დახურეს

136

ტუნისის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქ ნაბულში ღამის კლუბი მას შემდეგ დახურეს, რაც დიჯეიმ მუსულმანურ ლოცვაზე რემიქსი გააკეთა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნაბულის გუბერნატორმა, მნაუარ უერტანიმ განაცხადა, რომ კლუბი დროებით დაიხურა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კლუბის მფლობელი მორალური ნორმების დარღვევისთვის დააკავეს.

„არ დავუშვებთ რელიგიურ გრძნობებსა და სიწმინდეებზე  თავდასხმას,“- განაცხადა უერტანიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g