50 ევროს ნომინალის ახალი კუპიურა ხმარებაში ჩაეშვა. ახალი 50 ევროიანი ევროზონაში არსებული ყველა ქვეყნის ბანკომატში გამოჩნდება. გამოცემა „TACC“-ის ცნობით, მთლიანობაში 6,5 მილიონი ახალი ბანკნოტი დაიბეჭდა, რაც შეეხება ძველ 50 ევროიანებს, ისინი ხმარებაში გარკვეული პერიოდი კიდევ დარჩება და მათი გაქრობა ნელ-ნელა, ბუნებრივი გზით მოხდება. საინტერესოა, რომ დღესდღეობით ევროს კუპიურების 45%-ს სწორედ 50 ევროიანები შეადგენს, ანუ მთლიანობაში მსოფლიოში 18 მილიარდამდე ერთეულია გავრცელებული. რაც შეეხება სიახლეს, მას უამრავი დამცავი ნიშანი აქვს და შესაბამისად, გაყალბების შანსიც მინიმუმამდეა შემცირებული.