საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა,”- ამის შესახებ ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!
მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!”- წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, პროკურატურა ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ჩოგბურთელს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
ამასთან, საგამოძიებო უწყება ადასტურებს, რომ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას და მას აქვს აკრძალული მიუახლოვდეს ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს.
“მამა გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით, მგონი ნაჯახით” – ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)