საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს გამოეხმაურა. ფედერაციაში აცხადებენ, რომ ძალადობას გმობენ და საქმის დასრულებამდე შეფასებისგან თავს შეიკავებენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
“საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოიძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ”, — ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)