LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

545
15643975315d3ecfdbf0cf45.04161180

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ავრცელებს განცხადებას, რომელსაც “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

“გსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა,  გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის  და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის.

ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ – ადვოკატი ლომჯარიას პასუხობს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  ინფორმაცია  ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

“მამა გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით, მგონი ნაჯახით” – ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშის მეურვეობისა.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე  უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა  ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა, და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად  ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g