LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 000 აშშ დოლარის გადახდა განქორწინების შემდეგ ბასილაშვილს სასამართლომ დააკისრა – ადვოკატი

459
maxresdefault (2)

“100 000 აშშ დოლარის გადახდა განქორწინების შემდეგ ბასილაშვილს სასამართლომ დააკისრა”,- ამის შესახებ დოროყაშვილის უფლებადამცველმა ანა აბაშიძე განაცხადა.

ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს ყოველთვიურად სოლიდურ თანხას უხდიდა. მისი თქმით ეს თანხა ბასილაშვილმა გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაიხადოს.

“ქონება განქორწინების პერიოდში ნახევრად იყოფა. 100 ათასი დოლარი, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იყო ნაჩუქარი ან კეთილი ნება ბატონი ბასილაშვილის, თითქოს ამას უწყალობებს ყოფილ მეუღლეს, სინამდვილეში არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ქალბატონ ნელის იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრება”, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

მისივე ინფორმაციით, ნელი დოროყაშვილი დათანხმდა იმაზე ნაკლები თანხის მიღებას, ვიდრე ეკუთვნოდა, რათა ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, მას არ სურდა სასამართლო დავის გაგრძელება. აღნიშნული დავა კი დასრულდა მორიგებით, რაც გულისხმობს გარკვეული გრაფიკით მისთვის 100 ათასი დოლარის გადახდას. ამ ეტაპზე მხოლოდ 15 ათასია გადახდილი.

ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ სპორტსმენმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თანხასთან დაკავშირებით საკითხი საზოგადოებაში სპეკულირების საგნად იქცა და ითქვა, თითქოს ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს თანხას „გაჩუმების“ სანაცვლოდ უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g