LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს

359
1540311789768542

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს.

ბასილასვილის ადვოკატი ამბობს, რომ სპორტსმენმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თანხასთან დაკავშირებით საკითხი საზოგადოებაში სპეკულირების საგნად იქცა და ითქვა, თითქოს ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს თანხას „გაჩუმების“ სანაცვლოდ უხდის.

“„ნიკოლოზ ბასილაშვილმა განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეს გარკვეული ქონება სასამართლოს გარეშე, მორიგების აქტით გადასცა, რადგან თავისი შვილისა და მისი შვილის დედის ცხოვრება უზრუნველეყო. ამ მორიგების აქტში ასევე ჩაიწერა, რომ ბასილაშვილი ყოფილ ცოლს 100 000 დოლარს მისცემდა. ნიკოლოზმა მას უთხრა, რომ ამ თანხით ბიზნესი დაეწყო, რათა დამატებით კიდევ ჰქონოდა შემოსავალი. მან ასევე ყოფილ ცოლს კომერციული ფართები გადასცა, საიდანაც ყოველთვიურად შემოსავალი აქვს, ოდენობას არ დავასახელებ. ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ 100 000 დოლარიდან 15 000 დოლარი გადახდილი აქვს, დანარჩენი ამ თვის ბოლომდე უნდა გადაუხადოს. რადგანაც ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, თურმე, ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თანხას იმიტომ უხდის, რომ რაღაცაზე დადუმდეს და რაღაცაზე გაჩუმების სანაცვლოდ უხდის, ჩვენ შევწყვიტავთ ყველაფრის გადახდას. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს. ნიკამ თანაცხოვრებისას შეძენილი ქონებიდან ყოფილ ცოლს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ეკუთვნოდა, დაახლოებით, 70% მისცა მათი საერთო შეძენილი ქონებიდან. მეტი არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და არანაირ 100 000 არ უხდის არც თვეში და არც წელში გარდა, ალიმენტისა“, – აცხადებს ირმა ჭკადუა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g