ფინური ტელეშოუს პირდაპირ ეთერში უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარეს. წამყვანები დაინტერესდნენ, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა „ტესლას“ ელექტრომობილის ველოსიპედით დამუხტვა.
ექსპერიმენტისთვის სტუდიაში 9 ველოსიპედი დადგეს და პროფესიონალი ველომრბოლელებიც მოიწვიეს. 20 წუთის განმავლობაში ისინი პედლებს ატრიალებდნენ და ელექტროქარის დასამუხტად ენერგიას გამოიმუშავებდნენ.
საბოლოო ჯამში სპორტსმენებმა 1,2 კილოვატი ენერგია გამოიმუშავეს ანუ თითოეულმა 133 ვატის ენერგია შექმნა. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ პროფესიონალი ველოსიპედისტი ტრასაზე საშუალოდ 30 კმ/სთ–ს ავითარებს, ექსპერიმენტის მონაწილეებმა ამ მაჩვენებელს ლამის 5–ჯერ გადააჭარბეს და დაახლოებით 10 კმ გაიარეს.
Tesla Model X–ის სვლის მარაგი მის მოდიფიკაციაზეა დამოკიდებული და შესაძლოა 411 კმ–საც აღწევდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ბოლომდე დასამუხტად ველოსიპედისტებს 80 საათზე მეტი დრო დასჭირდებოდათ. ჩვეულებრივი 220 ვოლტიანი ენერგიის წყაროს გამოყენების შემთხვევაში კი ელექტროქარის დამუხტვას ნახევარი დღე მაინც უნდა.