LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუდონჰესის პროექტი შესაძლოა სახელმწიფომ განახორციელოს

122

ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე–პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ინვესტორ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, არის შეთავაზება იმასთან დაკავშირებითაც, რომ პროექტის განხორციელება პირდაპირ სახელმწიფომ უზრუნველყოს.

„როგორც და რა ფორმით განხორციელდება ხუდონჰესის პროექტი, ეს მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდება. პროექტი აუცილებლად უნდა შედგეს, იმიტომ რომ მას დიდი ეკონომიკური და ენერგტიკული ღირებულება გააჩნია“, – განაცხადა კახი კალაძემ.

რა ვადებში იგეგმება ხუდონჰესის პროექტის განხორციელება, ამას ენერგეტიკის მინისტრი არ აკონკრეტებს.

ხუდონჰესის პროექტი დღემდე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უდიდეს დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს, ჯამური ინვესტიციის ოდენობით: 1,2 მილიარდ აშშ დოლარი.

პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. მათ პარლამენტთან არაერთი აქცია გამართეს.

იხილეთ “ფორტუნას” სტატია ამავე თემაზე: აშენდება თუ არა ხუდონჰესი – ისტორია მეორდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g