საოპერო მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი შვილი – გოგო და ბიჭი შეეძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან „ჰერა“-ში იმშობიარა. დედა და შვილები თავს კარგად გრძნობენ.
ნინო სურგულაძემ ორსულობის ბოლო თვეები იზოლაციაში მეუღლესთან ერთად გაატარა.
მომღერლის რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია. ის ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.