LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავეჯის მაღაზია დაიწვა

83

თბილისში, თორნიკე ერისთავის ქ.#2-ში, ყოფილი ჩარხმშენებელი ქარხნის ეზოში ავეჯის მაღაზია დაიწვა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 60 კვადრატული მეტრი ფართი.

ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო ბრიგადა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები