ჩვენ შევარჩიეთ 10 კომედია, რომელიც უდავოდ შეგიქმნით კარგ განწყობას, დაგმუხტავთ პოზიტივით და სიტუაციის ახლიდან გადაფასების საშუალებას მოგცემთ.
ფილმს აუცილებლად მეგობარი გოგონების გარემოცვაში უნდა უყუროთ. კინოსურათის გმირი ახალგაზრდა მამაკაცს ხვდება, რომელიც დაქორწინებული აღმოჩნდება. ნაცვლად დაპირისპირებისა, გოგონები გადაწყვეტენ, სამაგიეროს გადასახდელად გაერთიანდნენ. მოულოდნელად ისტორიაში კიდევ ერთი გოგონა, ემბერი ჩნდება და სასიყვარულო სამკუთხედიც უფრო სერიოზულ სახეს იძენს.
სიუჟეტის ცენტრშია ტრადიციული ფრანგული ოჯახი, რომელიც საემიგრაციო პოლიტიკის მიმართ არატოლერანტულადაა განწყობილი. ოჯახის ამ შეხედულებას არ იზიარებენ შვილები და გოგონები მოულოდნელად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე დაქორწინებას გადაწყვეტენ. ერთი გოგონას რჩეული არაბი მამაკაცია, მეორე – არჩევანს ჩინელ მეგობარზე აკეთებს და ყველაზე დიდი სიურპრიზი ოჯახს უმცროსი ქლიშვილისგან ელოდება.
ფილმის მთავარი გმირი ამსხვრეს ყველა სტერეოტიპს, რომელიც ქერათმიან გოგონებზე არსებობს. ის განათლებული და საქმიანი ტელეწამყვანია, რომელიც მეგობრების თხოვნით უჩვეულო ამპლუას მოირგებს და ღამის კლუბში წასვლას დათანხმდება. დილით ის ლოს-ანჯელესიდან ძალიან შორს, უცხო გარემოში იღვიძებს, გოგონას არც ტელეფონი აქვს და არც ფული. მას აქვს მხოლოდ 8 საათი, რათა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრას მიუსწროს.
ფილმი ცნობილი ილუზიონისტის ამბავს გვიყვება, რომელიც მოულოდნელად ახალგაზრდა მედიუმ ქალს გაიცნობს. ილუზიონისტი აღმოაჩენს, რომ ახალმა ნაცნობმა მის ცხოვრებაზე ყველაფერი იცის. ესაა რომანტიკული კომედია, რომლის რეჟისორია ვუდი ალენი და რომელშიც მთავარ როლებს კოლინ ფერტი და ემა სთოუნი ასრულებენ.
ფილმი, სადაც მთავარ როლს კირა ნაიტლი ასრულებს, ახალგაზრდა გოგონას ისტორიას გვიყვება. სიუჟეტის მიხედვით, მეგანმა უკვე დიდი ხანია დაამთავრა სკოლა, თუმცა ცხოვრებაში მთავარი არჩევანი მაინც ვერ გააკეთა. სიტუაცია იცვლება მაშიც, როცა მეგანის უახლოესი მეგობრები ოჯახს ქმნიან და მთავარი გმირიც ხვდება, რომ რადიკალური ცვლილების დრო დადგა.
ესაა ლირიკული კომედია დაიან კიტონისა და მაიკლ დუგლასის მონაწილეობით. ფილმის მთავარი გმირი მამაკაცია, რომლიც ცხოვრებაც იცვლება მას შემდეგ, რაც მისი ერთადერთი შვილი ციხეში ხვდება და შვილიშვილის გაზრდა მარტო უწევს.
ესაა ოჯახური ფილმი ყველასთვის, ვისაც დასვენება მოენატრა. ფილმი შოტლანდიური ოჯახის ისტორიას გვიყვება, როდესაც მთელი ოჯახი ბაბუის დაბადების დღეზე იკრიბება. მშობლები ცდილობენ, დამალონ ყველა პრობლემა, რომელიც მათ აქვთ, თუმცა ცნობისმოყვარე ბავშვების წყალობით ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდება. ფილმი უდავოდ გაგამხიარულებთ და დაგაფიქრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად დასვენება.
ფილმში მელისა მაკარტი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტის როლს ასრულებს. მისი პარტნიორები კი კინოსურათში ჯეისონ სტეტჰემი და ჯუდ ლო არიან.
ცნობილი ბრიტანული ფილმის, „მარიგოლდის“ გაგრძელება. ფილმში მთავარ როლებს ჯუდი დენჩი, მეგი სმიტი და რიჩარდ გირი ასრულებენ. ესაა ინტელექტუალური იუმორით მოყოლილი ისტორია ადამიანურ ღირებულებებზე.
ფილმის მთავარი გმირი პენსიაზე გასული ბენია, რომელიც ვერ ეგუება მშვიდი ცხოვრების რითმს და ინტერნეტ მაღაზიაში სტაჟიორად იწყებს მუშაობას. მისი ახალი უფროსი ახალგაზრდა ბიზნეს-ლედია, რომლისთვისაც არაფერია კარიერაზე მნიშვნელოვანი. რას შეცვლის ეს კოლაბორაცია ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის ცხოვრებაში, ამას ფილმიდან შეიტყობთ. სურათში მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი და რობერტ დე ნირო ასრულებენ.