LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოფიციალურ დონეზე ბოდიში უნდა მოიხადონ“ – კიევი საერთაშორისო სამართალს მიმართავს

137
2222

ვვლადიმირ ზელენსკიმ ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით The Globe and Mail-თან კიდევ ერთხელ ისაუბრა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ირანის მთავრობა გამჭვირვალედ არ იმოქმედებს, ოფიციალური კიევი საერთაშორისო სასამართლოში იჩივლებს.

„ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ, შევძლებთ ირანის ხელისუფლებისგან შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკა მივიღოთ, რადგან საკითხი მხოლოდ იმას არ ეხება, რომ ისინი შავ ყუთს არ გვაძლევენ. მათ ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადონ ბოდიში და კომპენსაცია გადაუხადონ დაღუპულთა ოჯახებს. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რასაც დაგვპირდნენ. სხვა შემთხვევაში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვექნება გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოში ვიჩივლოთ“, – აღნიშნა ინტერვიუში ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური თეირანი შავი ყუთის ჩანაწერების არგადაცემას პანდემიას აბრალებს. მიუხედავად ამისა, პრობლემა უსასრულოდ ვერ გაიყინება, რადგან უკრაინა პასუხებს დიდი ხანია ელის.

BBC: ირანმა შეცდომით ჩამოაგდო ...

შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში როდესაც აშშ-სა და ირანს შორის „თითქმის საომარი მდგომარეობა“ დადგა დღის წესრიგში, 8 იანვარს, თეირანთან ახლოს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბოინგის“ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g