ზუგდიდში აფეთქებული საწყობის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ზუგდიდში თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე აფეთქება დღეს საღამოს მოხდა.
აფეთქების შედეგად დაინგრა შენობის კედლები და გაჩნდა ხანძარი. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.